Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რესპირატორთა საერთაშორისო კონგრესზე (პარიზი 2022), თამაზ მაღლაკელიძე საპატიო სპიკერი იქნება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე "პულმონოლოგიასა და რესპირაციული მედიცინის ყოველწლიურ, მე-14 კონგრესზე (საფრანგეთი, პარიზი) საპატიო სპიკერი იქნება.

ოფიციალურ მოწვევაში აღნიშნულია, რომ კონგრესის ორგანიზატორები და დამსწრე საზოგადოება მოუთმენლად ელის პროფ. თამაზ მაღლაკელიძის მდიდარი გამოცდილების გაზიარებას რესპირაციულ მედიცინასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.